კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მთავარმა ექიმ ზურაბ კახაბრიშვილის

ზურაბ კახაბრიშვილი ლაშა ბექაურის ფინალში გასვლის შემდეგ

 

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოს ტურნირის მეხუთე საშეჯიბრო დღეს -90კგ წონით კატეგორიაში 21 წლის ლაშა ბექაური ოქროს მედალი მოიპოვა.

ბექაური ფინალში 24 წლის გერმანელ ედუარდ ტრიპელის შეხვდა და ვაზარის ილეთით გაიმარჯვა.

ბექაურის ოლიმპიადის ფინალში გასვლის შემდეგ საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის ფეისბუქ გვერდმა საქართველოს ოლიმპიური ნაკრების ექიმ ზურაბ კახაბრიშვილის აცრემლებულ ფოტოსა და ტექსტს აქვეყნებს:

“ზურაბ კახაბრიშვილი ლაშა ბექაურის ფინალში გასვლის შემდეგ!

ეს სიხარულის ცრემლებია, ბევრი თეთრად გათენებული ღამის შემდეგ, რომელიც ლაშა ბექაურის უმძიმეს ტრავმას მოჰყვა!

ზურაბ კახაბრიშვილმა დადო პირობა, რომ ის ყველაფერს გააკეთებდა, ქართველი ფალავნის წარმატების მისაღწევად!

ოლიმპიური ნაკრების მთავარმა ექიმმა სიტყვა შეასრულა!

ამ ერთ ფოტოშია გადმოცემული დღევანდელი დღე!

მადლობა, ზურა ექიმო, პირობა შესრულებულია!” , – ვკითხულობთ საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის ფეისბუქ გვერდზე.

 

წყარო – Georgian Sports Medicine Association