კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

საქართველოს ნომერ პირველ ჩოგანს ყოფილი ინვესტორი უჩივის

ნიკოლოზ ბასილაშვილს ინვესტორი უჩივის

Image source: Getty Images

 

საქართველოს ნომერ პირველ ჩოგანის ნიკოლოზ ბასილაშვილისგან ყოფილი ინვესტორი, ირაკლი კაჭარავა კონტრაქტით გათვალისწინებული საკომისიოს ანაზღაურებას მოითხოვს.

ინფორმაციის გადასამოწმებლად commersant-მა დაუკავშირდა ინვესტორის ადვოკატს, მარიკა არავეძეს, მაგრამ მან ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ ამ ეტაპზე დავის დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს და აღნიშნავს, რომ ეს მხარეებს შორის მოლაპარაკების კონფიდენციალურ დეტალებს უკავშირდება.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, ყოფილმა ინვესტორმა, რომელიც უცხოეთში სხვადსხვა ბიზნესს ფლობს, სპორტსმენის კარიერაში საწყის ეტაპზე დიდი მოცულობის ინვესტიცია ჩადო და ახლა ათლეტისგან კონტრაქტით გათვალისწინებული თანხის ანაზღაურებას მოითხოვს.

მრავალმილიონიანი სასამართლო დავა ირაკლი კაჭარავასა და ნიკოლოზ ბასილაშვილს შორის უახლოეს მომავალში საქართველოს სასამართლოში განიხილება და შემდგომ საერთაშორისო არბიტრაჟში.

 

 

 

წყარო – commersant.ge

 

 

 

 

 

 

 

 

ირაკლი ფირცხალავა: “თუ „ბარსელონა“ ან „მილანი“ კვარაცხელიას მიიწვეს, რა თქმა უნდა, უნდა გადავიდეს”