კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

საქართველოს ნაკრებმა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ქართული ძიუდოს ისტორიაში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა

ძიუდოისტთა ნაკრებმა ოლიმპიადაზე გამოსვლებია დაასრულა

Image source: საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ფეისბუქ გვერდი

 

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობა 1 ოქროს და 3 ვერცხლის მედლით დაასრულა – ქართული ძიუდოს ისტორიაში საუკეთესო შედეგია.

ტოკიოში ოლიმპიურ ჩემპიონი -90კგ წონით კატეგორიაში ლაშა ბექაური გახდა, რომელსაც 21 წელი ჩემპიონობამდე ორი დღით ადრე შეუსრულდა. ლაშა ბექაური ქართული ძიუდოს ისტორიაში მეშვიდე ოლიმპიური ჩემპიონია.

ტოკიოში ვერცხლის მედლების მფლობელები ვაჟა მარგველაშვილი (-66კგ), ლაშა შავდათუაშვილი (-73კგ) და გურამ თუშიშვილი (+100კგ) გახდნენ.

იაპონიის ნაკრების შემდეგ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ვაჟთა გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილზე გავიდა. 7 წონითი კატეგორიიდან ექვსში ქართველმა ძიუდოისტებმა ნახევარფინალში იჭიდავეს, ხოლო 1 ძიუდოისტი მე-7 ადგილზე გავიდა. ლუხუმ ჩხვიმიანი, ლაშა შავდათუაშვილი და გურამ თუშიშვილი, ამავე დროს, მსოფლიოს ჩემპიონები არიან. ლაშა შავდათუაშვილს ოლიმპიადებზე აქამდე ოქრო და ბრინჯაო ჰქონდა მოპოვებული, ვარლამ ლიპარტელიანი კი ოლიმპიადის ვერცხლის მედლის გარდა, მსოფლიოს ჩემპიონატის ექვს მედალს ფლობს. მსოფლიოს ჩემპიონატის პრიზიორები არიან, აგრეთვე ტატო გრიგალაშვილი და ვაჟა მარგველაშვილი.

ქართული ძიუდოს ისტორიაში პირველად, ოლიმპიურ თამაშებზე მე-5 ადგილზე გავიდა ქართველი ქალი ძიუდოისტი.

 

 

წყარო – gjf.ge

 

 

 

 

ექსკლუზივი: გიორგი მერებაშვილი ისევ პოლონეთში ითამაშებს – ცნობილია კონტრაქტის დეტალები