კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

საქართველოს ნაკრებმა სომხეთთან წააგო და პირველი ადგილის შანსი დაკარგა

საქართველომ სომხეთთან წააგო

Image source: FFA

 

საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის C დივიზიონის მე-5 ტურში თბილისში სომხეთს უმასპინძლა და მარცხი განიცადა.

ვლადიმირ ვაისის გუნდმა ამ წაგებით ჯგუფში პირველი ადგილის დაკავების და B დივიზიონში გადასვლის შანსიც გაანიავა. პირველი ტაიმი სტუმრებმა მოიგეს. 34-ე წუთზე გევორგ გაზარიანმა მარჯვენა ფლანგიდან დაწყებული შეტევა გოლით დაასრულა. ერთ წუთში მას დუბლის შესრულებაც შეეძლო, მაგრამ ბურთი ძელს მოხვდა.

მე-40 წუთზე კი ელგუჯა ლობჯანიძემ თავური დარტყმით სცადა გათანაბრება, მაგრამ მეკარემ ხელი შეუშალა და შესანიშნავი სეივი მიითალა.

მეორე ტაიმში საქართველომ უფრო აქტიურად დაიწყო. 65-ე წუთზე კი ვაკო ყაზაიშვილმა ელგუჯა ლობჯანიძის მოპოვებული პენალტით გაათანაბრა და გამარჯვების იმედიც გაჩნდა. მაგრამ, ამაოდ.

86-ე წუთზე სომხეთის ნაკრების ბრწყინვალე შეტევას დაცვამ ვერაფერი მოუხერხა და სარგის ადამიანმა ახლო მანძილიდან გადამწყვეტი გოლი გაიტანა.

საქართელოს ნაკრებს 5 ტურში 6 ქულა აქვს, მე-3 ადგილზეა დაპირველი ადგილის შანსი დაკარგა, რომლისთვისაც ბოლო ტურში სომხეთი და ჩრდილოეთ მაკედონია იბრძოლებენ.

საქართველო – სომხეთი 1:2

გოლები: 0:1 ღაზარიანი (33), 1:1 ყაზაიშვილი (65, პენ), 1:2 ადამიანი (86)