კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

საქართველოს ნაკრებმა სომხეთთან პირველი ტაიმი წააგო

საქართველო სომხეთთან აგებს

Image source: gff.ge

 

საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის მე-5 ტურში პირველი ტაიმის შემდეგ სომხეთის ნაკრებთან მარცხდება.

შეხვედრის 45 წუთი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, თუმცა 32-ე წუთზე სტუმრების სწრაფი კონტრშეტევა გევორგ გაზარიანის გოლით დასრულდა. სტუმრებს 1 წუთში მეორე გოლის გატანაც შეეძლოთ, ისე გაზარიანი უტევდა, მაგრამ ბურთი ძელს მოხვდა.

საქართველოს ნაკრებს გათანაბრება შეეძლო და პირველ ტაიმში ერთადერი შანსი მე-40 წუთზე ჰქონდა, მაგრამ ელგუჯა ლობჯანიძის თავური მეკარემ მოიგერია და იმავე ეპიზოდში ზურიკო დავითაშვილსაც კიპერმა დაასწრო.

საბოლოოდ პირველი ტაიმის შემდეგ 0:1 და წინ მეორე ნახევარია.