კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

საქართველოს ნაკრებმა რვა ერში მეორე თამაში წააგო და ქულაც ვერ მოიპოვა

საქართველოს ნაკრები უელსთან დამარცხდა

Image source: Autumn Nations Cup

 

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები რვა ერის ტურნირში უელსის ნაკრებს დაუპირისპირდა. მეორე ტურის ეგიდით გამართულმა დაპირისპირებამ მასპინძელთა უპირატესობით ჩაიარა და ადვილად 18:0 მოიგეს.

„ბორჯღალოსნებმა“ მეტოქის ნახევარზე გამართულად ვერ ითამაშეს და ლელოს დადების შანსი პრაქტიკულად არ ჰქონიათ. პირველი ტაიმის მიწურულს კი ხელსაყრელი პოზიციიდან ჯარიმაც ვერ გაიტანეს.

საქართველოს ნაკრების ჩათვლის მოედანს თითოჯერ ზამიტიმ და ვებმა უწიეს, ხოლო შიდიმ ორი ჯარიმა და ერთი გარდასახვა გაიტანა.

საქართელოს ნაკრებს ორ ტურში ორი მარცხი აქვს და არცერთ მატჩში ერთი ქულაც არ მოუპოვებია. მომდევნო შეხვედრას ლევან მაისაშვილის გუნდი 28 ნოემბერს, ირლანდიის ნაკრებთან ჩაატარებს.

უელსი – საქართველო 18:0

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა: ნარიაშვილი (გოგიჩაშვილი 54), ბრეგვაძე (ჭყოიძე 62), გიგაშვილი (ყაულაშვილი 54), ქერდიყოშვილი, მიქაუტაძე (ჯაიანი 37), გიორგაძე (თხილაიშვილი 55), საღინაძე, გორგაძე, ლობჟანიძე (აფრასიძე 55), აბჟანდაძე, თოდუა (თაფლაძე 77), შარიქაძე, კვესელაძე, ტაბუცაძე (მჭედლიძე 77), ხმალაძე

 

წყარო – Autumn Nations Cup

 

მორის ყვითელაშვილის დიდი წარმატება – ვერცხლის მედალი მოსკოვის გრან პრიზე