კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

საქართველოს ნაკრებმა მაკედონიასთან მატჩის წინ პირველად ივარჯიშა

საქართველოს ნაკრების პირველი ვარჯიში

Image source: gff.ge

 

საქართველოს ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან და შემდეგ ერთა ლიგის ორი მატჩისთვის მზადება ს.კ „ზესტაფონის“ ბაზაზე დაიწყო.

ვლადიმირ ვაისის განკარგულებაში 22 ფეხბურთელი იყო, ხოლო 7 მოთამაშე ნაკრებს ხვალიდან შეუერთდება. ის მოთამაშეები, რომლებმაც კვირას კლუბებში ითამაშეს – ლაშა დვალი, გიორგი მაკარიძე, გიორგი აბურჯანია, ვაკო გვილია, ოთარ კაკაბაძე, ნიკა კაჭარავა და გიორგი პაპუნაშვილი.

ვაისს ნოემბერში გამასართი თამაშებისთვის შემდეგ ფეხბურთელები ჰყავს გამოძახებული:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ალმერია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი, საქართველო)

მცველები: გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ოთარ კაკაბაძე (ტენერიფე, ესპანეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), სოლომონ კვერკველია (როტორი, ვოლგოგრადია, რუსეთი), მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი, საქართველო), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, კოსტანაი, ყაზახეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, კოსტანაი, ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია (ოვიედო, ესპანეთი), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ლევან შენგელია (კონიასპორი, თურქეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, თურქეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ზურიკო დავითაშვილი (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), ვაკო გვილია (ლეგია, ვარშავა, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), თორნიკე ოქრიაშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ელგუჯა ლობჯანიძე (კაისარი, ყაზახეთი), ნიკა კაჭარავა (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), ბექა მიქელთაძე (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი).

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 12 ნოემბერს ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის პლე-ოფის ფინალში ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება. ერთა ლიგის დასკვნით ორ ტურში კი სომხეთს და ესტონეთს შეხვდება.

 

 

წყარო – Gff.ge

 

მაკედონიის ნაკრების ფორვარდი: “ქართველების თამაში შესწავლილი გვაქვს”