Image source: Georgian Rugby
რვა ერის გათამაშებაში საქართველოს ნაკრებმა მესამე მატჩი ირლანდიის წინააღმდეგ ჩაატარა და ძალიან დიდი ბრძოლა გააჩაღა. ლევან მაისაშვილის შეგიდებმა ინგლისთან და უელსთან ნულზე წაგების შემდეგ ირლანდელებს ნამდვილად არაფერი დაუთმეს და საპატიო ანგარიშით წააგეს.
შეხვედრა მასპინძლების უპირატესობით დაიწყო, რაც ლელოში, გარდასახვაში და ჯარიმაში აისახა, მაგრამ მე-16 წუთზე გიორგი კვესელაძემ ლელო მიითვალა და ანგარიშის სხვაობა შეამცირა. თედო აბჟანდაძემ კი გარდასახვაც გაიტანა და სხვაობა სამ ქულამდე შემცირდა. პირველ ტაიმში ირლანდიამ უპირატესობა გაზარდა და ტაიმი 20:7 მოიგო.
მეორე ნახევარი კი ფრედ დასრულდა – 3:3. გუნდებმა თითო ჯარიმა გაიტანეს და საქართველოს ნაკრებმა ირლანდიას არაფერი დაუთმო – 10:23.
„ბორჯღალოსნებმა“ ჯგუფში ბოლო პოზიცია დაიკავეს და მეორე ჯგუფის მეოთხეადგილოსან ფიჯის მეშვიდე ადგილისთვის მატჩში 5 დეკემბერს თბილისის დროით 16:00 საათზე დაუპირისპირდებიან.
ირლანდია – საქართველო 23:10
ლელო – კვესელაძე, გარდასასხვა და ჯარიმა – აბჟანდაძე
წყარო – Autumn Nations Cup
ვიდეობი
ფოტოები