კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

საქართველოს ნაკრების მეტოქეს საკადრო პრობლემები უფრო გაურთულდა. რა შემადგენლობით ემზადება შვეიცარია?

Image source: bluewin.ch and Schweizerischer Fussballverband - Association Suisse de Football

 

შვეიცარიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ პეტკოვიჩმა საქართველოსთან მოახლოებული შეხვედრის შესახებ ისაუბრა.

მოგეხსენებათ, რომ ევროშესარჩევი მნიშვნელოვანი მატჩის წინ შვეიცარიის გუნდს გარკვეული საკადრო პრობლემები აქვს.

ყველამ ვიცით, რომ შემადგენლობაში ბევრი წამყვანი ფეხბურთელი გვაკლია. ამას ახლაც დაემატა ის, რომ ზოგიერთ ჩვენს ფეხბურთელს კლუბში სათამაშო პრაქტიკა არააქვს.

თუმცა, ჩვენ მათ მივცემთ შანსს, რომ წარმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობები. ჩვენ ვენდობით ამ ფეხბურთელებს, ვიცით მათი შესაძლებლობები და ვიცით, რომ მათ ბევრი გააკეთეს შვეიცარიის ნაკრებისთვის. უბრალოდ, ფეხბურთელისთვის მთავარია სათამაშო პრაქტიკა და ასე აღარ უნდა გაგრძელდეს“, – პეტკოვიჩის სიტყვებს გამოცემა bluewi-ი ციტირებს.

როგორც გაირკვა, შვეიცარიის ნაკრებს გამოაკლდება ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელები – “ნორვიჩ სიტის” ფორვარდი იოსიპ დრმიჩი, “ატალანტას” საყრდენი რემო ფროილერმა და “ბენფიკას” ფორვარდი ჰარის სეფეროვიჩი.

ფროილერის სანაცვლოდ ნაკრებში “იანგ ბოიზის22 წლის ნახევარმცველი მიხაელ ებიშერი მიიწვიეს. ნაკრებს შეუერთდა ასევე “სენტ გალენის” შემტევი სედრიკ იტენი. ორივე ნაკრების ძირითად გუნდში დებიუტანტია.

წყარო – bluewin.ch

როინ კვასხვაძემ “ტორპედოს” 14-წლამდელთა გუნდი დააჯილდოვა