კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

საქართველოს ნაკრები შვეიცარიასთან მატჩისთვის ემზადება – გერმანული შეკრება დასრულდა

Image source: gff.ge

 

საქართველოს ეროვნული ნაკრები შვეიცარიასთან მატჩისთვის მზადებას აგრძელებს. ვლადიმირ ვაისის გუნდმა გერმანიაში, ქალაქ ბად ვურისჰოფენში ბოლო ვარჯიში ჩაატარა, ხვალ დილით კი, შვეიცარიაში, სენტ გალენში გაემგზავრება.

ნაკრებში გამოძახებული 24-ვე ფეხბურთელი სრული დატვირთვით ვარჯიშობს და უკანასკნელ ვარჯიშშიც ყველამ მიიღო მონაწილეობა.

ხვალ გუნდი სენტ გალენში ივარჯიშებს და იქვე ვლადიმირ ვაისი ჟურნალისტების კითხვებს უპასუხებს. შეგახსენებთ, რომ შვეიცარიის და საქართველოს ნაკრებთა მატჩი 15 ნოემბერს გაიმართება.

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი), გიორგი რეხვიაშვილი (საბურთალო, თბილისი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ვაკო გვილია (ლეგია, პოლონეთი), გიორგი აბურჯანია (ტვენტე, ჰოლანდია), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, კვიპროსი), ლევან შენგელია (ქონიასპორი, თურქეთი), გიორგი ხარაიშვილი (გეტებორგი, შვედეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი,ყაზახეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი), ზურიკო დავითაშვილი (რუბინი, ყაზაინი, რუსეთი)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), ელგუჯა ლობჯანიძე (თარაზი, ყაზახეთი), ბაჩანა არაბული (პანიონისი, საბერძნეთი)

 

წყარო – gff.ge

 

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა უკრაინასთან წააგო