კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

საქართველოს ნაკრები მოგებასთან ახლოს იყო, მაგრამ ფრეს დასჯერდა (ვიდეო)

ფრე ჩრდ. მაკედონიასთან

Image source: gff.ge

 

საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის მე-2 ტურში საკუთარ მოედანზე ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს დაუპირისპირდა და ერთი ქულა მოიპოვა (1:1). შეხვედრა დაძაბული და საინტერესო გამოდგა.

ვლადიმირ ვაისის გუნდისთვის ყველაფერი კარგად დაიწყო და სწრაფადვე დაწინაურდა. მე-13 წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ პენალტი მოიპოვა, რომელიც თორნიკე ოქრიაშვილმა გაიტანა და ანგარიში გახსნა. სტუმრებს დიდი დრო არ დასჭირვებიათ ანგარიშის გასათანაბრებლად.

33-ე წუთზე საქართველოს ნაკრები დაცვაში ჩავარდა და რისტოვსკი გიორგი ლორიასთან პირისპირ დარჩა, გატანა კი არ გაძნელებია და წონასწორობა აღადგინა. ტაიმიც ასე დასრულდა.

მეორე ნახევარში ჩრდ. მაკედონიას მუსლიუ გაუძევეს და რიცხობრივ უმცირესობაში 25 წუთი მოუწია თამაში. სწორედ ამისშემდეგ უპირატესობას ქართველები დაეუფლნენ და საგოლე მომენტებიც შექმნეს. ჯერ ჯაბა კანკავა იყო ახლოს გოლთან, ხოლო შემდეგ ცვლილებაზე შესული ლევან შენგელია, თუმცა ორჯერვე ბურთი მცირედით ასცდა კარს. შენგელიას მსაჯის მე-5 დამატებულ წუთზე ჰქონდა გამარჯვების გოლის გატანის შანსი, მაგრამ ეფექტურ ვარდნაში დარტყმული მეკარემ აუღო და საქართველომ ორი ქულა დაკარგა.

შეგახსენებთ, რომ საქართველომ ორ ტურში 4 ქულა მოიპოვა და ჯგუფში ჩრდ. მაკედონიასთან ერთად პირველ-მეორე ადგილზეა. მომდევნო მატჩს კი 8 ოქტომბერს თბილისში, ბელარუსთან გამართავს, ოღონდ ევრო 2020-ის პლეი-ოფში და ფინალში გასვლაც ეცდება.

საქართველო – ჩრდ. მაკედონია 1:1

საქართველო (4-2-3-1): ლორია; კაკაბაძე, კვირკველია, ხოჭოლავა, მალი (შენგელია 75); კანკავა, კვეკვესკირი (კაჭარავა 85); ოქრიაშვილი, დავითაშვილი, კვარაცხელია; ქვილითაია (ჩაკვეტაძე 62)

მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი

ჩრდ. მაკედონია (4-2-3-1): შიშკოვსკი; რისტოვსკი, ველკოვსკი, მუსლიუ, ალიოსკი; სპიროვსკი, ადემი (ნიკოლოვი (59); ტრაიკოვსკი (ნესტოროვსკი 59), ბარდი, ელმასი; პანდევი (ბეიტულაი 78)

მწვრთნელი: იგორ ანგელოვსკი

გოლები: 1:0 ოქრიაშვილი (13, პენ), 1:1 რისტოვსკი (33)

 

 

 

საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა სტუმრად მოიგო და ჯგუფში მე-3 ადგილზეა