კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრების ყოფილი კაპიტანი სერბეთის სახელით იჭიდავებს

ზურაბ დათუნაშვილი

Image source: Zurab Datunashvili

 

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ყოფილი კაპიტანი, ზურაბ დათუნაშვილი მომავალში სერბეთის სახელით იჭიდავებს. ეს ინფორმაცია თავად მოჭიდავემ დაგვიდასტურა.

ეს გადაწყვეტილება სპორტსმენმა ჭიდაობის ფედერაციას პრეზიდენტთან, გეგა გეგეშიძესთან არსებული ხანგრძლივი კონფლიქტის შედეგად მიიღო.

დათუნაშვილი გეგეშიძის გადადგომას მოითხოვდა. წინააღმდეგ შემთხვევაში სხვა ქვეყნის სახელით გეგმავდა ასპარეზობას და საბოლოოდ გადაწყვიტა კიდეც.

სერბეთში ქართველი სპორტსმენი გასული წლის მაისიდან ემზადებოდა და ამ ქვეყნის დროშის ქვეშ მისი პირველი ტურნირი იქნება რომში ევროპის ჩემპიონატი, რომელიც 10-16 თებერვალს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ზურაბ დათუნაშვილი საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ორჯერ, 2016 და 2017 წლებში გახდა ევროპის ჩემპიონი, ხოლო 2013 წლის თბილისში ჩატარებულ ევროპირველობაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

წყარო – VbetNews

მძიმე ტრავმის შემდეგ სანდრო მამუკელაშვილი NCAA-ის ელიტაში დაბრუნდა (ვიდეო)