კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

საქართველოს ქვიშის მოჭიდავეთა ნაკრები რომში უძლიერესი შემადგენლობით გაემგზავრება

საქართველოს ქვიშის მოჭიდავეთა ნაკრები რომში უძლიერესი შემადგენლობით გაემგზავრება

Image source: საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ფეისბუქ გვერდი

 

3-4 სექტემბერს, იტალიის დედაქალაქი რომი, ქვიშის ჭიდაობაში მსოფლიო სერიის მეორე ეტაპს უმასპინძლებს, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს ნაკრებიც მიიღებს, რომელიც იტალიაში უძლიერესი შემადგენლობით გაემგზავრება.

ქართულ დელეგაციაში შედიან: ნაკრების მწვრთნელი ჯემალ კილაძე, მსაჯი ზაზა ჯიბლაძე, მისიის ხელმძღვანელი – საქართველოს ქვიშის სპორტის სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტი ლაშა ლომიძე და სპორტსმენები – ლევან ქელეხსაშვილი (70 კგ), დავით ხუციშვილი (80 კგ), დავით მარსაგიშვილი (90 კგ) და მამუკა კორძაია (+90 კგ).

ხსენებული მოჭიდავეები რეიტინგის ლიდერების და ტრადიციულად, უმთავრესი ფავორიტების რანგში გავლენ საჭიდაოდ. მსოფლიო სერიის პირველ ეტაპს 16-17 ივლისს ნიცამ უმასპინძლა და ოთხივე ქართველი ჩემპიონი გახდა.

საქართველოს ნაკრებმა მეორე ეტაპის წინ, მოსამზადებელი შეკრება ბათუმში გაიარა.

 

 

 

წყარო – საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

 

 

 

ილიას ზუროსი: “ჩვენი მიზანი არის ჯერ ჯგუფიდან გასვლა, ასევე ყველა მატჩში ბოლომდე ბრძოლა”