კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

საქართველოს ხმლით მოფარიკავეთა ნაკრები მსოფლიოს 8 საუკეთესოს შორის

ალჟირში გამართული მსოფლიო თასის შემდეგ, ცვლილებები მოხდა FIE-ს (ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაცია) რეიტინგში.

პირველად ქართული ფარიკაობის ისტორიაში, საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 8 საუკეთესო გუნდშია.

ჩვენმა ნაკრებმა 200 სარეიტინგო ქულა მოაგროვა და უკან მოიტოვა საფრანგეთის უძლიერესი გუნდი.

ინდივიდუალურ რეიტინგში, 2 საფეხურით დაწინაურდა და 23-ე ადგილზეა სანდრო ბაზაძე. 2 ადგილით უკან ჩამოიწია ბექა ბაზაძემ და ამჯერად 59-ეა, 7 პუნქტით გაუარესდა მიხეილ მარდალეიშვილის პოზიცია და ამჯერად მე-80 ადგილზეა.

წინა სეზონის შემდეგ, ერთბაშად 32 ადგილით წინ წაიწია ვაჟა რეჭიამ (209-ე ადგილი).

სეზონში ჯერჯერობით არცერთ სტარტზე არ გამოსულან ნიკა შენგელია და საბა სულამანიძე, რომლებიც FIE-ს რეიტინგში შესაბამისად 89-ე და 268-ე ადგილებზე არიან.

წყარო – საქართველოს ფარიკაობის ფედერაცია

საქართველოს ხმლით მოფარიკავეთა ნაკრები მსოფლიოს 8 საუკეთესოს შორის