კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

საქართველოს ხმლით მოფარიკავე ვაჟთა ნაკრები მსოფლიო თასი “SABRE DE WOLODYJOWSKI”-ზე

Image source: საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის გვერდი

 

საქართველოს ხმლით მოფარიკავე ვაჟთა ნაკრები ფრანგული შეკრების შემდეგ პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში გაემგზავრა, სადაც დღეიდან მსოფლიო თასი “SABRE DE WOLODYJOWSKI” აიღო სტარტი.

ინდივიდუალურ შეჯიბრში: სანდრო ბაზაძე, ბექა ბაზაძე, მიხეილ მარდალეიშვილი, საბა სულამანიძე და ვაჟა რეჭია იასპარეზებენ. პირად პირველობაში ჩემპიონი და პრიზიორები შაბათს გამოვლინდებიან. კვირას კი გუნდური შეჯიბრია, სადაც გუნდები ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზიის მოსაპოვებლად იბრძოლებენ.

ონლაინ შედეგები შეგიძლიათ ნახოთ აქ: mask-sport.com

მსოფლიო თასის პირველ დღეს, ჯგუფური ეტაპი ბრწყინვალედ გაიარა ბექა ბაზაძემ, მან ყველა, ექვსივე მოწინააღმდეგე დაამარცხა. ვაჟა რეჭიამ ხუთიდან სამი მეტოქეს სძლია. ჯგუფურ ეტაპზე მოგვიანებით იასპარეზებენ საბა სულამანიძე და მიხეილ მარდალეიშვილი.

 

წყარო – საქართველოს ფარიკაობის ფედერაცია

 

უეფამ გამოაქვეყნა ჩემპიონთა ლიგის კვირის Fantasy Football-ის სიმბოლური გუნდი (ფოტო)