კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

საქართველოს ხმლით მოასპარეზე ნაკრების მიღწევა ჩინეთში

ჩინეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ხმლით მოასპარეზე გუნდურ შეჯიბრზე საქართველოს ნაკრებმა მეოთხე ადგილი დაიკავა.

საქართველოს ნაკრები (სანდრო ბაზაძე, ბექა ბაზაძე, მიხეილ მარდალეიშვილი, ვაჟა რეჭია) მესამე ადგილისათვის ბრძოლაში უნგრეთთან ანგარიშით (36:45) დამარცხდა.

საქართველოს ხმლით მოასპარეზე ნაკრებმა ტაილანდის (45:20) დამარცხების შემდეგ, მსოფლიო რეიტინგის მე-5 (აშშ 45:38) და მე-4 (ირანი 45:37) ნაკრებებს დამაჯერებლად მოუგო და მხოლოდ მსოფლიოს პირველ (სამხრ. კორეა 34:45) და მე-3 (უნგრეთი 36:45) გუნდებთან დამარცხდა.

საქართველოს ფარიკაობის ფედერაცია

მალაყმაძემ 1 ოქროსა და 2 ვერცხლის მედალს დაეუფლა