კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

საქართველოს ხელბურთის ეროვნულმა ნაკრებმა 15-კაციანი შემადგენლობით მზადების მორიგი ეტაპი გამართა

Image source: geohandball.ge

 

ხელბურთის ეროვნულმა ნაკრებმა მზადების მორიგი ეტაპი გამართა მოახლოებული მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების საკვალიფიკაციო ტურნირების წინ. ორივე ეს ტურნირი 2020 წლის იანვარში გაიმართება.

პირველი ეტაპი იყო 1-კვირიანი შეკრება მაკედონიაში, ოქტომბრის ბოლოს, რომლის დროსაც გუნდმა 2 ამხანაგური მატჩიც გამართა ამ ქვეყნის ეროვნულ გუნდთან. ამჯერად, ივარჯიშეს ნაკრების საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე კანდიდატებმა, ახალგაზრდული და ჭაბუკთა ნაკრებების რამდენიმე ხელბურთელთან ერთად – 15 კაცი 5 დღით შეიკრიბა სასტუმრო ბატესტაში და ორჯერადი ვარჯიშები ჰქონდა ოლიმპიურ სასახლეში. სავარჯიშო პროცესს უძღვებოდნენ დამირ სტოიანოვიჩი, ბექა ორჯონიკიძე და გიორგი გვაზავა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა:

ზურაბ ცინცაძე (GK, იმედი-სტუ), ხაზეინ რუსტამოვი (LW, ქუთ), ზურაბ აბრამიშვილი (LW, BSB ბათუმი), ვლადიმერ ბაძაღუა (LW, პეგასი), ირაკლი გოგოლაძე (RW, BSB ბათუმი), გიორგი მერკვილაძე (RW, ქუთაისი), შალვა სტურუა (CB, ქუთაისი), გივი გიორგაძე (LB, BSB ბათუმი), გიგა ზარნაძე (CB, ქუთაისი), გიორგი მიქავა (P, BSB ბათუმი), უჩა მაისურაძე (P), გიორგი დიხამინჯია (RB, RW), იური სილაგაძე (GK, წყალტუბო, ახალგაზრდული ნაკრები), მირიან გავაშელიშვილი (CB, იმედი-სტუ, ახალგაზრდული ნაკრები), გოჩა თურმანიძე (CB, BSB ბათუმი, ჭაბუკთა ნაკრები) – მწვრთნელები: დამირ სტოიანოვიჩი, ბექა ორჯონიკიძე, გიორგი გვაზავა

 

მსოფლიო ჩემპიონატი 2021.  მე-3 ჯგუფი. იტალია, რუმინეთი, კოსოვო, საქართველო

10 იანვარი –  რუმინეთი-საქართველო, 11 იანვარი – საქართველო-იტალია, 12 იანვარი -კოსოვო-საქართველო

 

ევროპის ჩემპიონატი 2022. კვალიფიკაციის მეორე ეტაპი, პლეი-ოფი

16 იანვარი – საქართველო-ფინეთი

19 იანვარი – ფინეთი-საქართველო

 

წყარო – geohandball.ge

 

ჯეს ტორუპმა “ანტვერპენთან” მატჩისთვის გაფართოებულ შემადგენლობაში ერთ ქართველს უხმო (ფოტო)