კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

საქართველოს ხელბურთის ეროვნული ნაკრები მზადების ბოლო ეტაპზეა

Image source: geohandball.ge

 

ხელბურთის ეროვნული ნაკრები განაგრძობს მზადებას იანვრის 5 ოფიციალური მატჩისთვის. 10-12 იანვარს იტალიის ქალაქ ბენევენტოში მსოფლიო ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპია, შემდეგ კი ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის უმნიშვნელოვანესი პლეი-ოფი ფინეთთან – 16 იანვარს, თბილისის სპორტის სასახლეში და 19 იანვარს ქალაქ რიიჰიმიაკიში.

იტალიაში გუნდი 8 იანვარს გაემგზავრება, იქამდე კი მწვრთნელები დაასახლებენ 16-კაციან შემადგენლობას.

იტალიის საკვალიფიკაციო ტურნირს 10 იანვარს, რუმინეთთან მატჩით ვიწყებთ, 11 იანვარს მასპინძლებს შეხვდებიან, ხოლო 12 იანვარსკოსოვოს. ჯგუფის გამარჯვებული გავა პლეი-ოფში, რომელიც საბოლოოდ დაადგენს მსოფლიოს 2021 წლის ჩემპიონატის მონაწილე გუნდებს ევროპიდან. პლეი-ოფი 2 სტადიისგან შედგება: პირველი გაიმართება 2020 წლის აპრილში, მეორე – ივნისში.

 

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

GK: შოთა თევზაძე (1981, რეშიცა, რუმ), ზურაბ ცინცაძე (1996, იმედი-სტუ), იური სილაგაძე (2001, წყალტუბო)

LW: ხაზეინ რუსტამოვი (1998, ქუთაისი), ზურაბ აბრამიშვილი (1994, BSB ბათუმი)

LB, CB: ირაკლი ჩიქოვანი (1989, კონსტანცა, რუმ), ირაკლი კბილაშვილი (1998, მეტალურგ, მკდ), თეიმურაზ ორჯონიკიძე (1996, ოროშჰაზი, უნგ), ლექსო წითელიშვილი (1992, ოჰრიდი, მკდ), ნიკოლოზ კალანდაძე (2002, შამბერი, საფ), შალვა სტურუა (1994, ქუთაისი), ზურაბ სიმონია (1994, BSB ბათუმი)

RB, RW: გიორგი ცხოვრებაძე (2001, მონპელიე, საფ), გიორგი დიხამინჯია (1997), რევაზ ჭანტურია (1982, მეტალურგი, მკდ), ირაკლი გოგოლაძე (1996, BSB ბათუმი), გიორგი მერკვილაძე (1998, ქუთაისი)

P: ერეკლე არსენაშვილი (1998, ბრაგა, პორ), გიორგი მიქავა (1998, BSB ბათუმი), უჩა მაისურაძე (1986)

 

წყარო – geohandball.ge

 

ინგლისის ასოციაციის თასი: “ლივერპული” და “ევერტონი” შეხვედრის გუნდების განაცხადი (ფოტო)