კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

საქართველოს ქალთა საფეხბურთო ნაკრებმა დანიასთან 0:14 წააგო

Image source: gff.ge

 

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები დანიას სტუმრად დაუპირისპირდა და 14:0 დამარცხდა. შეხვედრა ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეგიდით გაიმართა.

ვიბორგში მასპინძლებმა სტუმრები არ დაინდეს და არასაფეხბურთო ანგარიშით აჯობეს. პირველი ტაიმის შემდეგ დანიელები უკვე ათბურთიანი უპირატესობით იგებდნენ და მეორე ნახევარში ტემპი შეანელეს, მაგრამ სხვაობა მაინც გაზარდეს.

ლევან ბაჯელიძის გუნდი 5 ტურის შემდეგ 0 ქულით ბოლო პოზიციაზე იმყოფება, მომდევნო ტურში კი 5 მარტს მალტას ესტუმრება.

დანია – საქართველო 14:0

გოლები: 1:0 ნადიმი (4), 2:0 ლარსენი (16), 3:0 ლარსენი (19), 4:0 სვავა (26), 5:0 სორენსენი (27), 6:0 სვავა (28), 7:0 ჰარდერი (34), 8:0 ნადიმი (36), 9:0 სორენსენი (39), 10:0 ჰარდერი (45), 11:0 ლარსენი (53), 12:0 73), 13:0 ჰარდერი (82), 14:0 მადსენი (90)

 

პეპ გვარდიოლას კარიერაში ყველაზე ცუდი სეზონი აქვს