კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

საქართველოს ქალთა ნაკრებმა იტალიასთან და დანიასთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო

Image source: gff.ge

 

საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2021-ის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის მზადება დაიწყო. ლევან ბაჯელიძის გუნდი 8 ნოემბერს იტალიას, ხოლო ოთხი დღის შემდეგ დანიას სტუმრად დაუპირისპირდება.

საქართველოს ქალთა ნაკრებში 21 ფეხბურთელია გამოძახებული:

მეკარეები: თეონა სუხაშვილი (ერეგლი ბელედიესპორი, თურქეთი), თათია გაბუნია (ლანჩხუთი), სვეტლანა გაბელაია (ნორჩი დინამო, თბილისი)

მცველები: ნინო სუთიძე, თამარ ქველიძე, ნინო ჩხარტიშვილი, (ლანჩხუთი), მარიამ კალანდაძე (ლანჩხუთი), ელენე რაუხი (ნორჩი დინამო, თბილისი), გვანცა ქადაგიშვილი, თამარ ტატუაშვილი (ჰაკარი გიუჯუ, თურქეთი)

ნახევარმცველები: ნინო პასიკაშვილი, ანა ჩემინავა (ჟალგირისი, ლიეტუვა), თეონა თოდაძე (ლანჩხუთი), თეონა ბაქრაძე (ჰაკარი გიუჯუ, თურქეთი), მარიამ დანელია (ლანჩხუთი), ირინა ხაბურზანია (ლანჩხუთი), ნათია დანელია (ნიკე, თბილისი)

თავდამსხმელები: ხატია ჭყონია (ლანჩხუთი), ლელა ჭიჭინაძე, ნათელა წოწერია (ლანჩხუთი), ტატა მატვეევა (ტენერიფე, ესპანეთი)

საქართველოს ნაკრებს შესარჩევი ეტაპის B ჯგუფში სამი მატჩის შემდეგ ქულა არ მოუპოვებია და მეხუთე ადგილზეა.

 

წყარო – gff.ge

 

იქნება თუ არა გიორგი ქვილითაია “ანდერლეხტთან” ძირითად შემადგენლობაში (ფოტო)