კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

საქართველოს ქალთა ნაკრები ამხანაგური მატჩებისთვის 22 ფეხბურთელით მოემზადება

საქართველოსა და აზერბაიჯანის ნაკრებთა პირველ ამხანაგურ შეხვედრას 11 ივნისს 18:00 საათზე სფფ-ის ტექნიკური ცენტრი ბასა უმასპინძლებს

Image source: gff.ge

 

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები 11 და 14 ივნისს აზერბაიჯანის წინააღმდეგ 2 ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.

აღნიშნულ მატჩებში ეროვნულ გუნდს მთავარი მწვრთნელის რანგში პირველად გიორგი ჩხაიძე უხელმძღვანელებს, რომელმაც საწვრთნელ შეკრებაზე 22 ფეხბურთელი გამოიძახა. ამ ეტაპზე ძირითადი აქცენტი საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მოთამაშეებზე გაკეთდა. ამხანაგური მატჩებისთვის გუნდი “დავით პეტრიაშვილი არენაზე” მოემზადება.

საქართველოს ქალთა ნაკრების შემადგენლობა:

მეკარე: თათია გაბუნია (ლანჩხუთი), თეონა სუხაშვილი (კვარტალი, თბილისი)

მცველები: ნინო ჩხარტიშვილი (ლანჩხუთი), ნინო სუთიძე (კვარტალი, თბილისი), მარიამ კალანდაძე (ლანჩხუთი), გვანცა ქადაგიშვილი (კვარტალი, თბილისი), მაიკო ბებია (ნიკე, თბილისი), ანი ძაძუა (კვარტალი, თბილისი), ნინო გუჯაბიძე (ლანჩხუთი), სოფო ნარსია (ლანჩხუთი)

ნახევარმცველები: თეონა თოდაძე (ლანჩხუთი), მარიამ დანელია (ლანჩხუთი), ირინა ხაბურზანია (ლანჩხუთი), ანასტასია ბოლქვაძე (კვარტალი, თბილისი), ამალი ხანდაზიანი (კვარტალი, თბილისი), ნინო პასიკაშვილი (კვარტალი, თბილისი), ნათია დანელია (კვარტალი, თბილისი), ლანა გორგაძე (მართვე, ქუთაისი)

​თავდამსხმელები: მარიამ მოდრეკილაძე (ნორჩი დინამო, თბილისი), ლელა ჭიჭინაძე (ნიკე, თბილისი), თეონა ბაქრაძე (ლანჩხუთი), ნათელა წოწერია (ლანჩხუთი)

საქართველოსა და აზერბაიჯანის ნაკრებთა პირველ ამხანაგურ შეხვედრას 11 ივნისს 18:00 საათზე სფფ-ის ტექნიკური ცენტრი ბასა უმასპინძლებს, ხოლო 14 ივნისს კი, ნაკრებები ერთმანეთს “მიხეილ მესხის” სახელობის სტადიონზე, 19:00 საათზე დაუპირისპირდებიანა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები მიმდინარე წლის სექტემბრიდან ფიფას 2023 წლის ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებს.

 

 

 

 

წყარო – nakrebi.ge

 

 

 

 

 

 

 

ვილი სანიოლი: “ნიდერლანდებს მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი ნაკრები ყავს – ძლიერ მეტოქესთან დავმარცხდით”