კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

საქართველოს ქალთა ნაკრები 2 ამხანაგური მატჩისთვის ემზადება

საქართველოს ქალთა ნაკრები ამხანაგური მატჩებისთვის ემზადება

Image source: gff.ge

 

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადების ფარგლებში აზერბაიჯანის წინააღმდეგ 2 ამხანაგურ მატჩს გამართავს. მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით, ამ ეტაპზე საწვრთნელ შეკრებაზე, ძირითადად, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მოთამაშეები იმყოფებიან.

ტრავმების გამო ამხანაგურ შეხვედრებში ეროვნულ ნაკრებს თეონა სუხაშვილი და ლანა გორგაძე ვერ დაეხმარებიან. გიორგი ჩხაიძის გადაწყვეტილებით მათ ნაცვლად, ეროვნულ გუნდს თბილისის “კვარტალის” მეკარე თეკლე გულორდავა შეუერთდა. დაზიანების გამო ასევე საეჭვო იყო ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ფეხბურთელის ტატა მატვეევას თამაში, თუმცა ფეხბურთელი მატჩებისთვის გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ემზადება.

აღვნიშნოთ, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის ნაკრებთა პირველ ამხანაგურ შეხვედრას 11 ივნისს 18:00 საათზე სფფ-ის ტექნიკური ცენტრი ბასა უმასპინძლებს. 14 ივნისს კი, ნაკრებები ერთმანეთს “მიხეილ მესხის” სახელობის სტადიონზე დაუპირისპირდებიან, მატჩი კი 19:00 საათზე დაიწყება.

 

 

 

წყარო – nakrebi.ge

 

 

 

 

 

 

 

ტატო გრიგალაშვილმა საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნულ ნაკრებს მეორე მედალი მოუტანა (ვიდეო)