კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა ღია ვარჯიში გამართა (ვიდეო)

Image source: gff.ge

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს.

გუშინ, საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ “ბასაზე” ღია ვარჯიში გამართა, საწვრთნელი პროცესი 1 საათი გაგრძელდა. უახლოესი მატჩებისთვის ლევან ბაჯელიძის გუნდი 18 ფეხბურთელით ემზადება. ინდივიდუალური პროგრამით ივარჯიშა ეროვნული გუნდის ვიცე-კაპიტანმა, ნინო პასიკაშვილმა, რომელსაც მცირე ტრავმა აქვს. ტრავმების გამო უახლოეს 2 შეხვედრაში საქართველოს ნაკრებს ტატა მატვეევა და გულნარა გაბელია ვერ დაეხმარებიან.

ლევან ბაჯელიძის გუნდი 30 აგვისტოს სტუმრად ბოსნია-ჰერცეგოვინის ნაკრებს დაუპირისპირდება, 3 სექტემბერს კი, თბილისშიმიხეილ მესხის” სახელობის სტადიონზე იტალიას უმასპინძლებს.

 

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: თეონა სუხაშვილი (“ერეგლი ბელედიესპორი”, თურქეთი), თათია გაბუნია (“ლანჩხუთი”)

მცველები: ნინო სუთიძე (“ნიკე”, თბილისი), ნინო ჩხარტიშვილი (“ლანჩხუთი”), მარიამ კალანდაძე (“ლანჩხუთი”), ელენე რაუხი (“ნორჩი დინამო”, თბილისი), გვანცა ქადაგიშვილი (“ნიკე”, თბილისი)

ნახევარმცველები: ნინო პასიკაშვილი (“ნიკე”, თბილისი), ხატია ჭყონია (“ლანჩხუთი), თეონა თოდაძე (“ლანჩხუთი”), თეონა ბაქრაძე (“ჰაკარი გუჯუ, თურქეთი), მარიამ დანელია (“ლანჩხუთი”), თამარ ეპიტაშვილი (“ნორჩი დინამო”, თბილისი), ირინა ხაბურზანია (“ლანჩხუთი”)

თავდამსხმელები: ანა ჩემინავა (“ჟალგირისი”, ვილნიუსი, ლიტვა), ლელა ჭიჭინაძე (“ედნისტ-პლისკი”, უკრაინა), ნათელა წოწერია (“ლანჩხუთი”), თამრიკო სალუქვაძე (“ლანჩხუთი”)

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ბოსნია-ჰერცეგოვინაში 29 აგვისტოს გამთენიისას გაემგზავრება. ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა კი, 30 აგვისტოს თბილისის დროით 19:00 საათზე, ქალაქ ზენიცას საფეხბურთო კომპლექსის სტადიონზე გაიმართება.

წყარო – gff.ge

ლევან ბაჯელიძემ ბოსნია-ჰერცეგოვინის წინააღმდეგ მატჩისათვის 18-კაციანი შემადგენლობა დაასახელა