კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი მარცხით დაიწყო

შვედეთი 4:0 საქართველო

Image source: svenskfotboll ტვიტერის გვერდი

 

საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი შვედეთის წინააღმდეგ გამართული მატჩით დაიწყო. გიოტებორგის “გამლა ულევის” სტადიონზე ჩატარებული მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით – 4:0 დასრულდა.

​ანგარიში პირველი ნახევრის მიწურულს ფილიპა ანგელდალმა გახსნა. შესვენებამდე მასპინძლებმა კიდევ ერთი გოლის გატანა მოახერხეს – გოლი მაგდალენა ერიკსონმა გაიტანა.

შვედეთის ნაკრებმა საბოლოო შედეგის დაფიქსირება ბოლო წუთებზე შეძლო. 84′-ე წუთზე კაროლინა სეგერმა 11-მეტრიანი გამოიყენა, მსაჯის მიერ დამატებულ მესამე წუთზე კი, დუბლის ავტორი გახდა.

2 ტურის შემდეგ დაგროვებული 6 ქულით ჯგუფს შვედეთი ლიდერობს. აღვნიშნოთ, რომ შვედეთის ქალთა ეროვნული ნაკრები სოფლიო რეიტინგის მეორე ნაკრებია.

 

 

 

 

წყარო – nakrebi.ge

 

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს შვედეთიდან იწყებს