კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების ფრე მეორე ამხანაგურ მატჩში

საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა აზერბაიჯანის წინააღმდეგ მეორე ამხანაგური მატჩი ჩაატარა

Image source: gff.ge

 

საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა აზერბაიჯანის წინააღმდეგ მეორე ამხანაგური მატჩი ჩაატარა.

“მიხეილ მესხის” სახელობის სტადიონზე გამართული ამხანაგური მატჩი გატანილი გოლების გარეშე, ფრედ – 0:0 დასრულდა. ორივე გუნდი აქტიურად თამაშს ცდილობდა და სახიფათო მომენტები ორივე კართან შეიქმნა, მაგრამ მოთამაშეებმა გოლის გატანა ვერ მოახერხეს.

აღვნიშნოთ, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის ქალთა ნაკრებებს შორის პირველი ამხანაგური მატჩი 11 ივნისს გაიმართა და გიორგი ჩხაიძის გუნდმა მეტოქე ანგარიშით – 3:2 დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები მიმდინარე წლის სექტემბრიდან ფიფას 2023 წლის ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებს. საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ა ჯგუფში შვედეთის, ფინეთის, ირლანდიისა და სლოვაკეთის ქალთა ნაკრებებთან ერთად მოხვდა.

 

 

 

წყარო – nakrebi.ge

 

 

 

 

 

 

 

ეროვნული ლიგის მე-17 ტურის ბოლო სამი მატჩი გაიმართა