კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები მეცხრედ დამარცხდა

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ისევ დამარცხდა

Image source: Women's Football Georgia ფეისბუკ გვერდი

 

საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეცხრე შეხვედრა მალტას ნაკრების წინააღმდეგ გამართა. “მიხეილ მესხის” სახელობის სტადიონზე გამართული მატჩი სტუმართა სრული უპირატესობით წარიმართა და მათი გამარჯვებით, ანგარიშით – 4:0 დასრულდა.

გოლები: 0:1, 0:3 ზამიტი (34′, 52′), 0:2, 0:4 ბუგეჯა (44′, 58′)

საქართველოს ნაკრები ისევ უქულოდაა და B ჯგუფში ბოლო ადგილზეა. ჯგუფში 27 ქულით დანია ლიდერობს, მეორეზე კი იტალიაა (21), რომელსაც ერთი მატჩი ჩასატარებელი აქვს. საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ევრო 2022-ის შესარჩევი ტურნირის მე-10 შეხვედრას 1 დეკემბერს, თბილისში გამართავს. ლევან ბაჯელიძის გუნდის მეტოქე ბოსნია-ჰერცეგოვინას ეროვნული ნაკრები იქნება.

 

 

წყარო – uefa.com

 

 

 

 

ევროპა ლიგა: განაცხადშია თუ არა ნიკა ნინუა “ეინდოვენთან” მატჩისთვის (ფოტო)