კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები დღეს ფინეთს დაუპირისპირდება

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრა ფინეთის წინააღმდეგ

Image source: gff.ge

 

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრაში ფინეთს დაუპირისპირდება. 20 ოქტომბერს “მიხეილ მესხის” სახელობის სტადიონზე გიორგი ჩხაიძის გუნდმა მატჩისწინა ბოლო ვარჯიში გამართა. საწვრთნელი პროცესი 1 საათის განმავლობაში გაგრძელდა და მასში 22 ფეხბურთელი მონაწილეობდა. “ლანჩხუთისა” და საქართველოს ნაკრების ფორვარდმა ხატია ჭყონიამ კი, ინდივიდუალური პროგრამით ივარჯიშა.​

2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში საქართველოსა და ფინეთის ეროვნულ ნაკრებთა დაპირისპირება 21 ოქტომბერს 19:00 საათზე “მიხეილ მესხის” სახელობის სტადიონზე გაიმართება, რომლის პირდაპირ რეპორტაჟს კი, საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

შეგახსენებთ, რომ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის 20 ოქტომბრიდან ღია ტიპის სტადიონებზე საერთო ტევადობის 33%-ის შესაბამისი გულშემატკივრის რაოდენობა დაიშვება.​

მატჩებზე დასწრების მსურველებმა უნდა წარმოადგინონ ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, ან 72 საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი, ან 24 საათიანი ვალიდურობის ანტიგენ (სწრაფი) ტესტის უარყოფითი პასუხი, ან ბოლო 6 თვის განმავლობაში კორონავირუსის გადატანის დამადასტურებელი ცნობა. აღნიშნული ვრცელდება არასრულწლოვან პირებზეც.

 

 

 

 

 

წყარო – nakrebi.ge

 

“შავი ლომი” პენზაში დღეს დილით გაფრინდა