კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები A ჯგუფში მოხვდა

საქართველოს ქალთა ნაკრების მეტოქეთა ვინაობა გაირკვა

Image source: nakrebi.ge

 

შვეიცარიის ქალაქ ნიონში ფიფას 2023 წლის ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის წილისყრა გაიმართა. ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში დაგეგმილი მსოფლიო ჩემპიონატის 11 საგზურისთვის, ევროპის ზონიდან 51 ნაკრები იბრძოლებს.

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები წილისყრის შედეგად A ჯგუფში მოხვდა.

შვედეთი
ფინეთი
ირლანდია
სლოვაკეთი
საქართველო

უეფას ზონის ქალთა ნაკრებები ცხრა ჯგუფში გადანაწილდნენ – ჯგუფის გამარჯვებული ნაკრებები მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს ავტომატურად მიიღებენ.

მეორე ადგილზე გასული 3 საუკეთესო ნაკრები პლეი-ოფის მეორე რაუნდში ითამაშებს. პლეი-ოფის მეორე რაუნდის კიდევ ერთი საგზური საკვალიფიკაციო ეტაპზე მეორე ადგილზე გასულ მომდევნო ექვს ნაკრებს შორის გათამაშდება.

საბოლოოდ პლეი-ოფის მეორე რაუნდში ექვსი გუნდი ითამაშებს, მათგან ორი გამარჯვებული ფინალური ეტაპის საგზურს მიიღებს, ერთი ნაკრები კი კონფედერაციათა პლეი-ოფში გადაინაცვლებს, სადაც ყველა კონტინენტის 10 ნაკრებს შორის, ბოლო სამი საგზურის მფლობელი გამოვლინდება.

ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 2021 წლის 13 სექტემბრიდან 2022 წლის 6 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება.

მსოფლიოს 32 საუკეთესო ნაკრებს, ავსტრალია და ახალი ზელანდია 2023 წლის 10 ივლისიდან, 20 აგვისტოს ჩათვლით უმასპინძლებს.

 

 

 

 

წყარო – nakrebi.ge

 

 

 

 

 

 

 

ევროპა ლიგა: “ოლდ ტრაფორდზე” 8 გოლი დაფიქსირდა, ხოლო ლონდონური კლუბი კი ესპანეთში დამარცხდა (ვიდეო)