კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის განცხადება საქართველო-ჩრდ. მაკედონიის მატჩთან დაკავშირებით

საქართველოს კალათბურთის ფედერაცია განცხადებას ავრცელებს

Image source: Georgian Basketball Federation ფეისბუკ გვერდი

 

დღეს, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები “დინამო არენაზე” უდიდესი მნიშვნელობის მატჩს გამართავს. აღნიშნულ მატჩთან დაკავშირებით საქართველოს კალათბურთის ფედერაცია განცხადებას ავრცელებს.

“რაც ჩვენმა ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა, საფეხბურთო სამყაროს უპირველესი მიზანი საქართველოს ეროვნული ნაკრების ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე გასვლა იყო. ჩვენი ნაკრები მიზანთან ახლოს ისე არასდროს ყოფილა, როგორც ახლა. 12 ნოემბერს, “დინამო არენაზე” ჩრდილოეთ მაკედონიას ვხვდებით და გამარჯვების შემთხვევაში, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავა.

კოვიდ-პანდემიის გამო, ამ ისტორიულ მატჩს მაყურებლები ვერ დაესწრებიან, თუმცა მთელი საქართველო და მასთან ერთად საკალათბურთო სამყარო ერთი სურვილითაა განმსჭვალული და გვერდში უდგას ჩვენს ფეხბურთელებს. კალათბურთის ეროვნული ფედერაცია საკალათბურთო საზოგადოებასთან ერთად გულითადად ქომაგობს და წარმატებას უსურვებს საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებს ამ უპრინციპულეს მატჩში.

გვჯერა, რომ ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილი ჩვენი ნაკრები შეძლებს ჩრდილომაკედონიელების დამარცხებას და ჩვენ ყველა ერთად ვიზეიმებთ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლას!” , – ვკითხულობთ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ოფიციალურ საიტზე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებისა და ჩრდილოეთ მაკედონიის მატჩი 12 ნოემბერს, 21:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

წყარო-gbf.ge

 

 

 

 

გიორგი მერებაშვილი: “ეს ხომ მთელი საქართველოს თამაშია… დღეს ისტორია იწერება!”