კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნულ ნაკრებს გიორგი ჩხაიძე უთავკაცებს

საქართველოს ქალთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად გოგა ჩხაიძე

Image source: nakrebi.ge

 

საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნულ ნაკრებს, გიორგი ჩხაიძე უხელმძღვანელებს.

გიორგი ჩხაიძის ხელმძღვანელობით, საფეხბურთო კლუბი “ლანჩხუთი” პირველი ქართული კლუბი გახდა, რომელმაც უეფას 2020/21 წლის სეზონის ქალთა ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპზე იასპარეზა. გიორგი ჩხაიძე ქალთა საფეხბურთო კლუბ ლანჩხუთში მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2018 წელს მუშაობდა. გიორგი ჩხაიძესთან ერთად, “ლანჩხუთი” საქართველოს ჩემპიონატში ორჯერ დაეუფლა ვერცხლის მედლებს.

გიორგი ჩხაიძე, საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ლევან ბაჯელიძეს შეცვლის.

გიორგი ჩხაიძის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრები 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს. მატჩები მიმდინარე წლის 13 სექტემბრიდან, 2022 წლის 11 ოქტომბრის ჩაითვლით გაიმართება.

 

 

 

წყარო – nakrebi.ge

 

 

 

 

“ინდიანა პეისერსმა” დასავლეთ კონფერენციის ერთი-ერთი აუტსაიდერი დაამარცხა, ბითაძემ 11 წუთი ითამაშა (ვიდეო)