კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

საქართველოს ქალ ძიუდოისტთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებაზე გაემგზავრა

საქართველოს ქალ ძიუდოისტთა ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების შეიკრიბებიან თურქეთში

Image source: Irakli Khmelidze ფეისბუკ გვერდი

 

საქართველოს ქალთა ნაკრები ძიუდოში 24 დეკემბერს საწვრთნელ შეკრებაზე გაემგზავრა. ქალთა ნაკრები სხვა ქვეყნის ნაკრებებთან ერთად მოემზადება თურქეთის ქალაქ ედირნეში.

ნაკრებს ედირნეში მთავარ მწვრთნელად კახა მოცრაძე მიჰყვება, ხოლო გია თენაძე იანვარში მსოფლიოს მასტერსზე გაემგზავრება, სადაც ამ ნაკრების ორი წევრი უნდა გამოვიდეს. თურქეთში კი მოცრაძეს ეროვნული გუნდის ის ხუთი ძიუდოისტი მიჰყავს, რომლებიც ლიცენზიებისთვის იბრძვიან: ტატიანა ლევიცკა-შუკვანი, მარიამ ჯანაშვილი (ორივე 52კგ), ეთერ ლიპარტელიანი (57კგ), მარიამ ჭანტურია (70კგ) და სოფიო სომხიშვილი (+78კგ), თუმცა მათ ამჯერად ახალგაზრდა ნინო გულბანიც (70კგ) დაუმატეს.

ერთობლივი საწვრთნელი შეკრება 4 იანვარს დასრულდება, შემდეგ კი მსოფლიოს მასტერსზე ლევიცკა-შუკვანი და ლიპარტელიანი გამოვლენ.

 

 

 

წყარო – 1tv.ge

 

 

 

 

 

თუ რა ფორმატით ჩატარდება ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გახსნისა და დახურვის ცერემონიები