კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა საღამოს მორიგი ვარჯიში გამართა (ვიდეო)

საქართველოს ეროვნული ნაკრების საღამოს ვარჯიში

Image source: gbf.ge

 

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სამშაბათს საღამოს მორიგი ვარჯიში გამართა. ილიას ზუროსმა გუნდი სრული შემადგენლობით ავარჯიშა. დილას, მსუბუქად დატვირთვის შემდეგ, სრულად დაიტვირთა გიორგი შერმადინი.

ბერძენმა სპეციალისტმა ნაკრების კალათბურთელები კომპლექსურად, არაერთ კომპონენტში ავარჯიშა, თუმცა მეტი დრო კომბინაციების გათამაშებას დაუთმო.

სამწვრთნელო შტაბი იმაზე მუშაობს, რომ ნაკრები 19 თებერვალს, სერბეთთან დაგეგმილ მატჩს სრულად მომზადებული შეხვდეს როგორც ფიზიკური, ისე ტაქტიკური კუთხით.

 

წყარო – gbf.ge

 

 

 

 

ვიტალი დარასელია: “ყველა დროის საუკეთესო მოთამაშედ პელეს ვთვლი”