კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ნატურალიზებული ამერიკელი კალათბურთელის გარეშე ივარჯიშა

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მორიგი ვარჯიში ფინეთში

Image source: gbf.ge

 

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ესპოოს “მეტრო არენაზე” გუშინ მეორედ ივარჯიშა. დილის 11:00 საათზე დაგეგმილი ვარჯიში გაუქმდა, რადგან ჩამოსვლის დღეს კორონავირუსზე ჩატარებული ტესტებიდან “სან-პაბლო ბურგოსის” კალათბურთელს ტად მაკფადენს პოზიტიური დაუფიქსირდა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ამერიკელ უკანახაზელს კორონავირუსი გადატანილი აქვს და გამოჯანმრთელების შემდეგ ესპანურ კლუბში არაერთი ტესტიც ჩაიტარა და მატჩებიც ითამაშა. მაკფადენს დილას განმეორებითი ტესტი ჩაუტარდა და პასუხის მოსვლამდე საქართველოს ნაკრების დელეგაცია სასტუმროში, მკაცრი კარანტინის პირობებში იმყოფებოდა.

საქართველოს ნაკრებს ვარჯიშის უფლება საღამოს დართეს, სანამ მაკფადენის განმეორებითი ტესტის პასუხი მოვიდოდა, ილიას ზუროსის გუნდმა ნატურალიზებული ამერიკელის გარეშე ივარჯიშა. გუშინდელ ვარჯიშზე ის ახალბედები და ახალგაზრდები დაიტვირთნენ, რომლებსაც ნაკრებში თამაშის გამოცდილება არ აქვთ და მომავალი თამაშებისთვის ნაკრების გამოცდილ წევრებთან უნდა შეთამაშდნენ.

კალათბურთელებმა მთელი დრო კომბინაციების სრულყოფას დაუთმეს. საქართველოს ნაკრების საღამოს ვარჯიში საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა.

 

 

 

 

წყარო – gbf.ge

 

 

 

 

 

 

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების პირველი ვარჯიში ესპოოში