კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 3 მატჩისთვის მზადებას 5 დებიუტანტით იწყებს (ფოტო)

Image source: gff.ge

 

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 30 აგვისტოდან სექტემბერში დაგეგმილი 3 მატჩისთვის მზადებას იწყებს.

საქართველოს ნაკრები წლის მე-4 ოფიციალურ თამაშს, 2 სექტემბერს ფიფას მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში ბათუმის ახალ სტადიონზე კოსოვოს წინააღმდეგ გამართავს, ხოლო საწვრთნელ შეკრებას მოახლოებული მატჩებისთვის შავი ზღვისპირეთში გაივლის.

5 სექტემბერს ქალაქ ბადახოსში ვილი სანიოლის გუნდი ფიფას მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში ესპანეთის წინააღმდეგ ითამაშებს. 8 სექტემბერს ქართველი ფეხბურთელები სტუმრად ამხანაგურ შეხვედრაში ბულგარეთს დაუპირისპირდებიან.

უახლოესი 3 მატჩისთვის ვილი სანიოლმა 26 ფეხბურთელი გამოიძახა – მათ შორის, 5 დებიუტანტი, რომელთაგან 4 საქართველოს ეროვნულ ლიგას წარმოადგენს.

ეროვნული ნაკრების დებიუტანტები: საბა ხვადაგიანი (დინამო, თბილისი), ლუკა ლოჩოშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), სანდრო ალთუნაშვილი (დინამო, ბათუმი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო, ბათუმი) და გიორგი ფანცულაია (დინამო ბათუმი).

 

სამივე შეხვედრის რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

 

 

 

 

წყარო – Georgian Football Federation

 

 

 

 

 

ირაკლი ტომარაძე: “უკრაინას ჰყავს ჩვენზე ტანმაღალი მოთამაშეები – დაძაბული დაპირისპირებაა მოსალოდნელი”