კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების პირველი ვარჯიში ესპოოში

საქართველოს ეროვნული საკალთბურთო ნაკრების პირველი ვარჯიში ფინეთში

Image source: gbf.ge

 

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ესპოოს “მეტრო არენაზე” პირველად ივარჯიშა.

ეროვნულმა ნაკრებმა 12 კალათბურთელით ივარჯიშა. ილიას ზუროსმა მილოშ გლიგორიევიჩთან, გეორგიოს ლიმნიატისთან და ანატოლი ბოისასთან ერთად გუნდი სხვადასხვა კომპონენტებზე ავარჯიშა. ჩასვლის დღეს სოლიდური დრო მოთელვებსა და გაწელვით ვარჯიშებს დაეთმო, თუმცა ილიას ზუროსმა გუნდი ტაქტიკაზეც საკმაოდ ავარჯიშა.

ეროვნული გუნდის ვარჯიში საათნახევარს გაგრძელდა და მთავარმა მწვრთნელმა დატვირთული მომდევნო დღე დაანონსა. 25 ნოემბერს საქართველოს ნაკრები ორჯერ ივარჯიშებს – დილას 11 და საღამოს 6 საათზე. ამასთან, მოთამაშეები სავარჯიშოდ ფიტნესის დარბაზსაც ეწვევიან.

 

 

წყარო – gbf.ge

 

 

 

 

 

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები ჰელსინკში ჩავიდა