კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების დილის ვარჯიში და კალათბურთელების კომენტარები (ვიდეო)

ნაკრები მორიგი ვარჯიში

Image source: gbf.ge

 

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ფინეთის ქალაქ ესპოოს “მეტრო არენაზე” მორიგი ვარჯიში დღეს გამართა. დილის ვარჯიში 45 წუთს გაგრძელდა, რომლის განმავლობაშიც ილიას ზუროსმა და მისმა ასისტენტებმა გუნდი კომბინაციების გათამაშებაში ავარჯიშეს.

საქართველოს ნაკრებმა 12 კალათბურთელით ივარჯიშა. “ცსკას” კალათბურთელი თორნიკე შენგელია დილის ვარჯიშზე არ იმყოფებოდა, ის ჰელსინკიში მოსკოვიდან ადგილობრივი დროით 15:00 საათზე ჩამოფრინდა. ის საღამოს ვარჯიშზე, რომელიც 6 საათზე დაიწყება, გუნდთან ერთად იქნება, თუმცა მთავარი მწვრთნელი მის დატვირთვას მოერიდება.

გთავაზობთ მოთამაშეების – მერაბ ბოქოლიშვილის, გიორგი კორსანტიას და ალექსანდრე ფევაძის კომენტარებს.

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები ფინეთში იმყოფება, სადაც ევრობასკეტ 2022-ის საკვალიფიკციო ტურნირის 2 მატჩს გამართავს. ილიას ზუროსის გაწვრთნილი გუნდი 28 ნოემბერს მასპინძელ ფინეთს დაუპირისპირდება, ხოლო 30-ში შვეიცარიას ეთამაშება.

 

 

 

 

წყარო – gbf.ge

 

 

 

 

 

ლევან მაისაშვილმა ირლანდიასთან ბორჯღალოსნების რაზმი დაასახელა (ფოტო)