კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები ჰელსინკში ჩავიდა

საქართველოს ეროვნული ნაკრები ფინეთში შეიკრიბა

Image source: gbf.ge

 

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები დღეს ფინეთში გაემგზავრა, სადაც ევრობასკეტ 2022-ის საკვალიფიკციო ტურნირის 2 მატჩს გამართავს. ილიას ზუროსის გაწვრთნილი გუნდი 28 ნოემბერს მასპინძელ ფინეთს დაუპირისპირდება, ხოლო 30-ში შვეიცარიას ეთამაშება.

საქართველოს ნაკრები თბილისიდან სუპერლიგაში მოთამაშე 8 კალათბურთელით გაემგზავრა: მერაბ ბოქოლიშვილი, საბა ლობჯანიძე, გივი ბაქრაძე, ლუკა ზაქრაძე, ბექა ბექაური, ალექსანდრე ფევაძე, ლუკა ბულაშვილი და ილია ლონდარიძე.

ნაკრები ჰელსინკის სასტუმრო crowne plaza-ში დაბინავდა, სადაც ფინური “ბაბლის” ოთხივე მონაწილე საკარანტინე პირობებით ცხოვრობს. ნაკრებს ფინეთის დედაქალაქის აეროპორტში დახვდა ნატურალიზებული ამერიკელი მოთამაშე, ტად მაკფადენი, ხოლო სასტუმროში – გიორგი შერმადინი.

საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს, თბილისის დროით 21:00 საათზე ესპოოს “მეტრო არენაზე” პირველ ვარჯიშს გამართავს. ეროვნულ გუნდს 27 ნოემბერს თორნიკე შენგელია შეუერთდება.

 

 

წყარო – gbf.ge

 

 

 

 

ახალგაზრდა და უფროსი ასაკის მოკრივეთა საქართველოს ჩემპიონატი გადაიდო