კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტსა და ავერსს შორის მემორანდუმი გაფორმდა

სეოკ-სა და ავერსს შორის თანამშრომლობა გრძელდება

Image source: geonoc

 

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტსა და ავერსს შორის გრძელდება თანამშრომლობა, რომელსაც 2009 წელს ჩაეყარა საფუძველი.

გუშინ, სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა, საქველმოქმედო ფონდ ავერსის დამფუძნებელმა პაატა კურტანიძემ და ავერსის კლინიკათა ქსელის გენერალურმა დირექტორმა დიმიტრი ჯორბენაძემ თანამშრომლობის შესახებ მორიგ მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

მემორანდუმის თანახმად, საქველმოქმედო ფონდი ავერსი იღებს ვალდებულებას 2021 წლის განმავლობაში საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრებს, პერსპექტიულ სპორტსმენებს და ვეტერან ოლიმპიელებს უფასოდ გაუწიოს სამედიცინო მომსახურება ავერსის კლინიკათა ქსელში და უფასოდ უზრუნველყოს მკურნალობისთვის საჭირო ყველა მედიკამენტით.

 

 

 

წყარო – geonoc.org.ge

 

 

 

 

 

საიდან და როდის აიღებს სტარტს ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტა