კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები ყაზახეთის 2020 წლის ჩემპიონატის სიმბოლურში (ფოტო)

Image source: fctobol.kz/fckaysar.kz

 

ყაზახეთის პრეიმერა-ლიგის ბოლო და 22-ე ტურში “შახტიორ კარაგანდამ” საკუთარ მოედანზე “ტობოლს” შეხვდა და მინიმალური 1:0 ანგარიშით გაიმარჯვა. ყაზახეთის ჩემპიონი მესამედ “კაირატ ალმატი” გახდა. მიუხედავად მარცხისა, ქართველმა ნახევარმცველმა ნიკა კვეკვესკირმა კარგად იასპარეზა და თავის პოზიციაზე საუკეთესოც გახდა, ხოლო საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა კი სათადარიგო სკამზე დარჩა.

Sports.kz-მ შეადგინა ყაზახეთის პრეიმეირ-ლიგის დასრულებული სეზონის სიმბოლურ ნაკრები, სადაც კანკავასთან ერთად საუკეთესო თერთმეტეულში ასევე “კაისარის” ქართველი ფორვარდი ელგუჯა ლობჯანიძეც მოხვდა.

“ასაკის მიუხედავად, ჯაბა მოედნის ცენტრში ტოლს ყაზახეთის პრემიერ-ლიგის არცერთ მოთამაშეს დაუდებს.

“ელგუჯამ დაამტკიცა, რომ შარშანდელი პერფორმანსი “ტარაზში” ჯერ კიდევ არ იყო ის ყველაფერი, რაც მას შეეძლო. “კაისარში” ის კიდევ უკეთესად გაიხსნა” , – ასე ახასიათებს გამოცემა.

 

კანკავა და ლობჯანიძე სიმბოლურ გუნდში

 

 

წყარო – sports.kz

 

 

 

 

 

უეფამ გამოაქვეყნა ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურის Fantasy Football-ის სიმბოლური გუნდი (ფოტო)