საქართველოს ეროვნული ნაკრები ახალი მწვრთნელის მოლოდინშია. 15 თებერვალს 18:30 საათზე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა ონლაინ რეჟიმში გაიმართება.
დღევანდელ სხდომაზე აღმასკომის წევრები საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის დანიშვნის შესახებ იმსჯელებენ.
შეგახსენებთ, რომ სომხეთთან მატჩის შემდეგ, 2020 წლის 15 ნოემბერს, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა დაკავებული პოსტი უკვე დატოვა და ის რამაზ სვანიძემ შეცვალა.
ვიდეობი
ფოტოები