კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

საქართველოს ძიუდოს ფედერაციამ პრეზიდენტი აირჩია

საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტად კვლავ გიორგი ათაბეგაშვილი აირჩიეს

Image source: gjf.ge

 

დღეს, 8 ნოემბერს გაიმართა საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა. ეპიდემოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ყრილობა ღია სივრცეში, თბილისში, ძიუდოს აკადემიის ტერიტორიაზე მდებარე მოედანზე ჩატარდა.

55 დელეგატიდან ყრილობას 45 დაესწრო.

ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი ათაბეგაშვილმა მისი პრეზიდენტობის პერიოდში გაწეული მუშაობის შესახებ ისაუბრა და უფლებამოსილება მოიხსნა, თუმცა ცოტა ხანში ყრილობის დელეგატებმა ერთადერთ კანდიდატს გიორგი ათაბეგაშვილს ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე მხარი ერთხმად დაუჭირეს. ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა შემდეგ წარადგინა ვიცე-პრეზიდენტები, გენერალური მდივანი და აღმასკომის წევრები. დელეგატებმა წარდგენილი შემადგენლობა ერთხმად დაამტკიცეს.

პირველი ვიცე-პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი გახდა. ვიცე-პრეზიდენტებად აირჩიეს ზაზა გულბიანი, ზაქრო კევლიშვილი, თამაზ ნავერიანი და ცეზარ ჩოჩელი, გენერალურ მდივნად – .

წყარო – საქართველოს ძიუდოს ფედერაცია

საქართველოს თასისი პირველი ფინალისტი გამოვლინდა