კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა წლის ბოლო ტურნირი გუნდურ ჩათვლაში მეოთხე ადგილზე დაასრულა (ვიდეო)

Image source: ijf.org

 

ჩინეთის ქალაქ ცინდაოში დასრულდა წლის ბოლო მასტერსი, სადაც 11 ქართველმა ძიუდოისტმა იასპარეზეს.

19 წლის ლაშა ბექაურმა (-90კგ) წონით კატეგორიაში ფინალში ესპანეთის სახელით მოასპარეზე ქართველი ძიუდოისტი ნიკოლოზ შერაზადაშვილი დაამარცხა და ოქროს მედალს დაუეფლა.

-66 კგ წონით კატეგორიაში ვაჟა მარგველაშვილმა ბრძოლაში მეორე წრიდან ჩაერთო და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში სლოვენიელი ადრიან გომბოცი დაამარცხა.

-100 კგ წონით კატეგორიაში ვარლამ ლიპარტელიანმა პირველი წრიდან ჩაერთო და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში რუსეთის სახელით მოასპარეზე სომეხი ძიუდოისტი არმან ადამიანი დაამარცხა.

საერთო ჯამში ცინდაოს მასტერზე ქართველმა ძიუდოისტებმა 1 ოქრო და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს და საერთო გუნდურ ჩათვლაში მეოთხე ადგილი დაიკავეს.

 

წყარო – ijf.org

 

საქართველოს ჭაბუკ ძალოსანთა ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა