კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

საქართველოს ძალოსნობის ფედერაცია: “COVID-19 დაუდასტურდა სპორტის სხვა სახეობის წარმომადგენელს”

 

როგორ ქართული გამოცემები იუწყებიან ქართველ სპორტსმენს, კორონავირუსი დაუდასტურდა. მისი ვინაობა არ სახელდება, თუმცა ცნობილია, რომ ის, ძალოსანი სპორტსმენია.

ხსენებულ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს ძალოსნობის ფედერაცია განცხადებით გამოვიდა:

“ტელევიზიით გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ძალოსანს კორონავირუსი დაუდასტურდა შეცდომაა და არ შეესაბამება სინამდვილეს. COVID-19 დაუდასტურდა სპორტის სხვა სახეობის წარმომადგენელს და მას ძალოსნობასთან არანაირი კავშირი არ გააჩნია.
ჩვენ დავუკავშირდით ტელევიზიის წარმომადგენლებს და მათ დაგვიდასტურეს, რომ სპორტის სახეობა შეცდომით გამოაცხადეს.
იმედი გვაქვს, რომ როგორც ჩვენი, ისე ყველა სფეროს წარმომადგენელი კარგად იქნება და ჩვენი ქვეყანა ამ ვირუსს უახლოეს პერიოდში საბოლოოდ დაამარცხებს.
ძალოსნობის ფედერაცია ემორჩილება ჯანდაცვის სფეროსა და სახელმწიფოს მიერ დადგენილ წესებს.
გისურვებთ ჯანმრთელობას.” , – წერია ალოსნობის ფედერაციის ფეისბუკის ოფიცალურ გვერდზე.

 

წყარო – საქართველოს ძალოსნობის ფედერაცია 

 

 

“ოლექსანდრიამ” დავით თარგამაძის 9 წლის წინ გატანილი ულამაზესი გოლი გაიხსენა (ვიდეო)