კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

საქართველოს ძალოსანთა ნაკრებმა პირველი მედლები მოსკოვში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მოიპოვა

შოთა მიშველიძისა და რამინ შამილიშვილის ვერცხლის მედლები მოსკოვიდან

Image source: საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის ფეისბუკ გვერდი

 

მოსკოვში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა 2 ვერცხლის მედალი მოიპოვა.

საქართველოს ძალოსანთა ნაკრების წევრმა შოთა მიშველიძემ (61კგ) ატაცსა და ორჭიდში ვერცხლის მედლები მოიპოვა. მიშველიძემ ატაცში 131/135კგ დაძლია. ძალოსანმა აკვრაში 155კგ დაძლია და მე-5 ადგილზე გავიდა, თუმცა ორჭიდის ჯამში 290 კილოგრამით ვერცხლის მედალს დაეუფლა.

61კგ კატეგორიაში რამინ შამილიშვილიც გამოვიდა, რომელმაც ატაცში 124კგ გაართვა თავი და მე-8 ადგილზე გავიდა. შამილიშვილი აკვრაში დაძლეული 147/155კგ მე-7, ხოლო ორჭიდის ჯამში დაგროვილი 279კგ მე-8 ადგილზე გავიდა.

 

 

წყარო – საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია

 

 

 

 

 

გიორგი ქვილითაია: “უკეთესი დღეები ჯერ წინაა” (ფოტო)