კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

საქართველოს ძალოსანთა ნაკრებმა კიდევ ერთი მედალი მოიპოვა მოსკოვში

გოგა ჩხეიძემ ბრინჯაოს დაეუფლა

Image source: საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის ფეისბუკ გვერდი

 

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე ძალებს გიორგი ასანიძის გუნდის კიდევ ერთმა წევრმა გოგა ჩხეიძემ მოსინჯა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

67კგ წონით კატეგორიაში გოგა ჩხეიძემ ატაცში სამივე ცდა წარმატებით გამოიყენა და 134/138/140კგ დაძლევით მე-4 ადგილზე გავიდა, ხოლო აკვრაში 165/170 დაძლია და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. ორჭიდში კი ჩხეიძემ 310 კილოგრამით მე-5 ადგილი დაიკავა.

დღეს, ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე მედლები 73კგ წონით კატეგორიაში გათამაშდება, ხოლო საქართველოს ძალოსანთა ნაკრების ღირსებას კახი ასანიძე დაიცავს.

 

 

 

წყარო – საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია

 

 

 

 

 

საქართველოს ძალოსანთა ნაკრებმა პირველი მედლები მოსკოვში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მოიპოვა