კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის სპეციალური განცხადება

Image source: საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

 

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე სპეციალური განცხადება გამოქვეყნდა.

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის და აქტიური გულშემატკივრობისთვის, რომელიც ჩვენი მოჭიდავეების წარმატებებს კიდევ უფრო ალამაზებს.

23 სექტემბერი ჭიდაობის ფედერაციისთვის საზეიმო დღე იყო. მსოფლიოს ჩემპიონატიდან დაბრუნდნენ ქართველი გმირები. სწორედ ეს იყო მთავარი სასაუბრო თემა! ფედერაციის ხელმძღვანელობამ შეგნებულად აარიდა თავი კომენტარს იმ ცრუ ინფორმაციაზე, რომელიც რამდენიმე გამოცემამ გაავრცელა.

მოვითხოვთ, მატყუარა წყაროებმა გამოაქვეყნონ გუშინ გავრცელებული ბრალდების დამადასტურებელი საბუთი, მაგრამ ასეთი არ არსებობს. მოუხადონ ბოდიში მოჭიდავეებს და თითოეულ ადამიანს, ვინც შეცდომაში შეიყვანეს. არც საქართველოს ჭიდაობის ფედერაციას და არც მის პრეზიდენტს არანაირი რეკომენდაცია არ გაუწევიათ. ეს იყო მორიგი ბინძური მცდელობა, მოჭიდავეების წარმატების გადასაფარად და დასაკნინებლად.

აღნიშნული სკანდალური ინფორმაცია გავრცელდა ადვოკატ დავით ჯაფარიძის კომენტარით, სადაც ის პირდაპირ ასახელებდა ჭიდაობის ფედერაციას ერთ-ერთ რეკომენდატორად. დღეს ამ ინფორმაციას თავად დავით ჯაფარიძეც გამოეხმაურა:

„აი თურმე ვინ არის დეზინფორმაციის მთავარი წყარო. რა ჭიდაობის და კრივის ფედერაციები, რა სუმო? ესენი ვერ არიან. ,,მთავარ არხზე“, ,,2020ნიუსზე“ და ,,ნიუპოსტზე“ საერთოდ არ მიმიცია ინტერვიუები. არხები და გაზეთები დეზინფორმაციის დაწყებას ერთმანეთს აბრალებენ. სარჩელში ყველა მიეთითება მოპასუხედ და სასამართლოში არკვიონ“ – დაწერა ადვოკატმა დავით ჯაფარიძემ ფეისბუქის პირად გვერდზე.

დაბოლოს, საქართველოს ბერძნულ-რომაული და თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებებმა 2019 წლის უმთავრეს შეჯიბრებაზე – მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრწყინვალე შედეგი აჩვენეს. ერთ წელიწადში მსოფლიოს ოთხი ჩემპიონი გვყავს – ასეთი მიღწევა საქართველოს ჭიდაობის ისტორიას არ ახსოვს”, – საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ფეისბუკის ოფიციალურ გევრდზე.

 

წყარო – საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

ზურაბ დათუნაშვილი: “საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პირადი ინტერესების გამო ზედიზედ მეორე მსოფლიო ჩემპიონატის გამოტოვება მომიწია”