კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის განცხადება მოჭიდავე იური ლომაძის დაკავებასთან დაკავშირებით

საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის განცხადება იური ლომაძის დაკავებასთან დაკავშირებით

Image source: united world wrestling

 

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, გიორგი კიკაბიძემ მოჭიდავე იური ლომაძესთან დაკავშირებით, რომელიც დაკავებულია, კომენტარი გააკეთა.

კიკაბიძის აზრით იური თავაზიანი, ზრდილობიანი, დისციპლინირებული, უკონფლიქტო პიროვნებაა და საზოგადოებას ნაადრევი დასკვნებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

შეგახსენებთ, რომ იური ლომაძე ევროპის ვიცე-ჩემპიონია და საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ყველაზე ტექნიკური მოჭიდავე. 5 ივლისს იურისთან ერთად, სამართალდამცველებმა მისი ძმა, ლუკა ლომაძე და კიდევ 3 პირი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, მათ ბრალი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და ჯგუფურად ჩადენილ ძალადობაში ედებათ.

 

წყარო – GeoWrestlingOfficial

 

 

 

ლომაძის მხარდასაჭერად: “ეს ის ბიჭია რომელმაც უამრავჯერ ასახელა ჩვენი სამშობლო საერთაშორისო ასპარეზზე!”