კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის განცხადება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით

გიორგი შაქარაშვილი და საქართველოს ჭიდაობის ლოგო

Image source: საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია/FC Saburtalo

 

საქართველოს ჭიდაობის ეროვნულმა ფედერაციამ “საბურთალოს” 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადება გამართა. განცხადების თანახმად, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში არ ფიგურირებს მოჭიდავე გიგა ტატიაშვილი.

“ბოლო დღეებში, მასმედიაში რამდენიმეჯერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში ფიგურირებს მოჭიდავე გიგა ტატიაშვილი.

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია აზუსტებს, რომ ტატიაშვილი არაა ჩვენს ფედერაციაში შემავალი არც ერთი საჭიდაო სტილის წარმომადგენელი და სთხოვს ყველას, მეტად ფრთხილები და ყურადღებიანები იყვნენ ინფორმაციის გავრცელებისას.

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია მწუხარებას გამოთქვამს საფეხბურთო კლუბ „საბურთალოს“ 19 წლის წევრის გარდაცვალების გამო და თანაგრძნობას უცხადებს გიორგი შაქარაშვილის ოჯახს და ახლობლებს” , – წერია ჭიდაობის ფედერაციის ოფიციალურ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 26 ივნისს, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ ბორცვაძის თქმით “საბურთალოს” 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 დაკავებული პირიდან გამოკვეთილია 1 პირი, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში.

 

წყარო – საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

 

 

შსს-ს განცხადება: “გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულია 17 პირი”