კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

საქართველოს ჩემპიონატი კრივში დეკემბერში გაიმართება

დეკემბერში საქართველოს ჩემპიონატი კრივში გაიმართება

Image source: საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაციის ფეისბუკ გვერდი

 

საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაციამ დაგეგმა 2020 წლის საქართველოს ჩემპიონატი ახალგაზრდა და უფროსი ასაკის მოკრივეთა შორის, რომელიც გაიმართება 2020 წლის 8-13 დეკემბერს ქალაქ გორში.

“ასევე გაცნობებთ, რომ მსოფლიოში არსებული კორონა ვირუსთან დაკავშირებული მდგომარეობიდან გამომდინარე შესაძლოა ქვეყანაში შეიცვალოს არსებული ვითარება, რის საფუძველზეც შეიძლება მოგვიწიოს საქართველოს ჩემპიონატის გადადება. აქედან გამომდინარე დამატებით ინფორმაციას ცვლილებებთან დაკავშირებით მოგაწვდით ეტაპობრივად” , – წერია ფედერაციის ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე.

კრივის ეროვნული ფედერაცია წარმოგვიდგენს მონაწილეთა ასაკსა და წონით კატეგორიებს:

უფროსი ასაკის მოკრივეები – 1981 – 2002წწ.
– ვაჟები: 52 კგ, 57 კგ, 63 კგ, 69 კგ, 75 კგ, 81 კგ, 91 კგ, 91+კგ
– გოგონები: 51 კგ, 57 კგ, 60კგ, 69 კგ, 75 კგ

ახალგაზრდა მოკრივეები – 2003-2004წწ.
– ვაჟები: 49 კგ, 52 კგ, 56 კგ, 60 კგ, 64 კგ, 69 კგ, 75 კგ, 81 კგ, 91 კგ, 91+კგ
– გოგონები: 49 კგ, 52 კგ, 56 კგ, 60 კგ, 64 კგ, 69 კგ, 75 კგ, 81 კგ, 91 კგ, 91+კგ

 

 

წყარო – საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაცია

 

 

 

 

 

მადრიდის “რეალის” კაპიტნის მორიგი მიღწევა: “იმედია ამის გაკეთება კიდევ რამდენიმეჯერ მოვახერხებ” (ფოტო)