კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

საქართველოს ბერძნულ-რომაულთა სტილით მოჭიდავეთა ჭაბუკთა ნაკრების ტრიუმფი ბუდაპეშტში

ბერძნულ-რომაულთა ექვსი მედალი და გუნდური ჩემპიონობა უნგრეთიდან

Image source: საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ფეისბუკ გვერდი

 

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში დასრულდა მსოფლიოს ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ჭაბუკთა შორის, სადაც საქართველოს ნაკრებმა 6 მედალი – 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 3 ბრინჯაო მოიპოვა.

მსოფლიოს ჩემპიონები ლუკა ჯავახაძე (48 კგ) და არჩილ ბოლქვაძე (80 კგ) გახდნენ, ვერცხლის მედალს ანრი ფუტკარაძე (65 კგ) დასჯერდა, ხოლო ბრინჯაო თამაზ ღლონტმა (55 კგ), ანრი ხოზრევანიძემ (45 კგ) და რატი ხოზრევანიძემ (60 კგ) მოიპოვეს.

ხვიჩა ქორიძის გაწვრთნილმა ნაკრებმა გუნდურ ჩათვლაში დიდი უპირატესობით გაიმარჯვა – 141 ქულა, ხოლო მეორეზე კი უკრაინაა – 127, მესამეზე – რუსეთი 124 ქულით.

 

 

 

წყარო – საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

 

 

 

 

 

20-წლამდელთა ევროჩელენჯერი თბილისში წარმატებით დასრულდა